გაკვეთილის გეგმები

გ ა კ ვ ე თ ი ლ ი ს        გ ე გ მა

თარიღი:                       28. XI.  2019 წელი

მასწავლებლის  სახელი, გვარი:     ლია  კილაძე

  საგანი  -   ქართული ენა და ლიტერატურა

სწავლების  საფეხური/ კლასი  -    საშუალო  -  V კლასი

მოსწავლეთა  რაოდენიბა:             14სსსმ  მოსწავლე არა მყავს

გაკვეთილის  თემა:                          იგავის ენა - ,,მეფე და მჭედელი“

 ( პრობლემაზე    ორიენტირებული გაკვეთილი - იგავის მორალის ამოცნობა და გააზრება)

 

გაკვეთილის მიზანი:

·         იგავის მორალის  გაგება და გააზრება;

·         მსჯელობის უნარის განვითარება;

·         დაკვირვება ავტორის მიზანსა და ჩანაფიქტზე;

·         ტექსტში გადმოცემული პრობლების დაკავშირება პირად გამოცდილებასთან.

 

შესაბამისობა ეროვნულ სასწავლო გეგმასთანsგაკ3გQ,060Q-iab06Q5a000-)00,mb,cooth3aw360acribv33Q)33b30303Q-)060bq,b

ქართ. დაწყ.(II).3.  მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ნაცნობი ტექსტების ინტერპრეტირება და შეფასება: მათ მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა: მხატვრული ნაწარმოების ესთეტიკური შეფასება (საწყის დონეზე).

ქართ. დაწყ.(II).7.   მოსწავლემ უნდა შეძლოს წაკითხული ტექსტის ინტერპრეტირება, დასაბუთებული დასკვნის გამოტანა და შეფასება; ტექსტის მიმარტ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა; კითხვით გამოწვეული განწყობილებისა და შთაბეჭდილების გადმოცემა.

 

 

c0Q)38 გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

 

·         ტექსტის  გააზრების საფუძველზე გამოაქვს დასკვნები;

·         ავლებს  პარალელს თემატურად მსგავს ნაწარმოებებთან.

·         აკვირდება მწერლის ენას, ამოიცნობს ზოგიერთ მხატვრულ ხერხს (ეპითეტს, შედარებას, ჰიპერბოლას, გაპიროვნებას).

 

N

ა ქ ტ ი ვ ო ბ ი ს   მიზანი და

 ა ღ წ ე რ ა

გამოყენებული

მეთოდი/მეთო

დები

 

კლასის ორგა

ნიზების ფორმა/ფორმები

 

სასწავლო

რესურსები(დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილობა სასწავლო მიზანთან მიმართებით)

დრო(წთ)

 

 

1.

კლასის ორგანიზება

მიზანი:გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგების გაცნობა

მოსწავლეები გაეცნობიან გაკვეთილის მიზანს, შეძლებენ ყურადღების მობილიზებას, კონცენტრირებას თემის გასააზრებლად.

თავდაპირველად მოსწავლეებს გავაცნობ გაკვეთილის თემას, მიზნებს (განმავითარებელი შეფასებისა და თვითშეფასების რუბრიკებს იცნობენ, ისინი გაკრულია საკლასო ოთახში)

 

ვერბალური

 

 

 

 

საერთო საკლასო

 

გაკვეთილის თემისა და მიზნებისა ამსახველი პლაკატები; მიზანი:

საგაკვეთილო განწყობის შექმნა

შეფასების რუბრიკები-

მიზანი: მოსწავლეები შეფასდებიან აქტივობების შესაბამისად არსებული განმავითარებელი შეფასებით

 

 

 

 

2

2.

აქტივობა N1

მოსმენა, მეტყველება - მიზანი:  საგაკვეთილო  მოტივაციის ამაღლება, წინარე ცოდნის გააქტიურება.

მოსწავლეები იცნობენ ,,იგავის ენას“, ამიტომ  დაფაზე გავაკრავ წინასწარ ფურცელზე ჩამოწერილ ცნობილ გამონათქვამებს, (მაგ: ,, თუ ყვავი ვარდსა იშოვნის თავი ბულბული ქგონია“, რასაცა გასცემ შენია, რას არა დაკარგულია“, ,,გარეთ ატლასი შიგნით ათასი და სხვ.).  მოსწავლეები ამოიცნობენ თუ რომელ მათგანშია გამოყენებული  იგავის ენა და დაასაბუთებენ საკუთარ არჩევანს.

 

 

ვერბალური

 

 

ინდივიდუალური

 

 

თვალსაჩინოების მიზნით გამოვიყენებ ჩემ მიერ წინასწარ მომზადებულ რესურსს (ფურცელი, მარკერი)

მიზანი:

მოსწავლეს ავუმაღლო საგაკვეთილო მოტივაცია

 

 

 

 

 

 

 

3

3.

აქტივობა N2

სათაურის გააზრება

მიზანი:  არსებული ცოდნისა და ინტერესის გააქტიურება საგაკვეთილო პროცესისადმი.

მოსწავლეებს დავუსახელებ გაკვეთილის სათაურს ( ,,მეფე და მჭედელი“), მოსწავლეებს, ვთხოვ, გამოთქვან მოსაზრებები, რა უნდა აკავშირებდეს  ერთმანეთთან მეფესა და მჭედელს, ვარაუდები დაწერონ ფერად ფურცლებზე და მიაკრან დაფაზე გამოკრულ მოლოდინების ხეზე, (თუ მათ პასუხის გაცემა გაუძნელდათ, დავეხმარები მინიშნებებით).

 

 

კითხვა-პასუხი

 

 

საერთო საკლასო

 

 

მოლოდინების ხე

ფერადი ფურცელი და მარკერი

მიზანი: ვიზუალური ეფექტის შექმნა და ვარაუდების გამოთქმა, რათა  უფრო სახალისო და საინტერესო გახდეს საგაკვეთილო პროცესი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

7

 

4.

აქტივობა N3

ტექსტის  წაკითხვა

მიზანი:  შესასწავლი ტექსტის გაცნობა და გაანალიზება. მნიშვნელოვანი საკითხების გამოკვეთა და ტექსტის შესწავლისადამი მოტივაციის ამაღლება. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ნაცნობი ტექსტების ინტერპრეტირება და შეფასება; მათ მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა; მხატვრული ნაწარმოების ესთეტიკური შეფასება (საწყის დონეზე).

 

მოსწავლეები  ჩუმად წაიკითხავენ ტექსტს, გაიაზრებენ შინაარსს და მონიშნავენ წინადადებებს,რომელშიც ჩანს იგავის მორალი. 

შევაფასებ, რამდენად გამართლდა მოსწავლეთა ვარაუდები.

 

 

 

ვერბალური

 

 

ინდივიდუალური

V-კლასის ქართული ენისა ა ლიტერატურის წიგნი, ავტორები:ნინო გორდელაძე, თინათინ კუხიანიძე

  და დამხმარე სახელმძღვანელო - სულხან-საბა ორბელიანის იგავარაკთა კრებული ,,სიბრძნე სიცრუისა“-

 

მიზანი:

არსებული ცოდნის გაღრმავებისა  და ახალი ინფორმაციის მიწოდების მიზნით

 

 

 

 

 

 

3

5.

აქტივობა N4

წაკითხულის გააზრება

მიზანი: მნიშვნელოვანი საკითხების გამოკვეთა და ტექსტის შესწავლისადამი მოტივაციის ამაღლება.ქართ. დაწყ.(II).3.მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ნაცნობი ტექსტების ინტერპრეტირება და შეფასება: მათ მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა: მხატვრული ნაწარმოების ესთეტიკური შეფასება (საწყის დონეზე).

 

ვინაიდან, მოსწავლეებმა დამოუკიდებლად წაიკითხეს ტექსტი, იმის შესამოწმებლად თუ რამდენად გაიგეს  მათ ტექსტი, დავუსვამ შეკითხვებს, მაგ:

1.      როგორ ხასიასიათდება მეფე ამ იგავის მიხედვით?

2.      რატომ ეძებდა მეფე ქიმიის ოსტატს, რისი იმედი ჰქონდა მას?

3.      რა განსაკუთრებული თვისება ჰქონდა ქვას, რომელსაც ცულის პირი მოხვდა?

4.      რომელ ეპიზოდში ჩანს მგოსნის გონიერება?

5.      რა ნიშნით შეარჩია მეფემ თავისი ვაჟისთვის საცოლე?

6.      რატომ შეარჩია მჭედელმა თავისი ქალიშვილისთვის მზითვად ქვა?

7.      რა საბედისწერო შეცდომა დაუშვა მეფემ?

8.      მისი ხასიათის რა თვისება ჩანს ამ ეპიზოდში? და სხვ.

 

 

 

ჩუმი კითხვისმეთოდი

 

 

 

საერთო საკლასო

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

V- კლასის ქართული ენისა ა ლიტერატურის წიგნი, ავტორები: ნინო გორდელაძე, თინათინ კუხიანიძე

მიზანი:

იგავ-არაკის შინაარსში წვდომა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

11

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

6

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აქტივობა  N5

მსჯელობა იგავის მორალზე

ქართ. დაწყ.(II).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის  ტექსტების წაკითხვა, გაგება და გაანალიზება არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხების/ დეტალების  გათვალისწინება.

მიზანი: ტექსტის სიღრმისეული წვდომა და გააზრება.

მოსწავლეებს დავყოფ სამ ჯგუფად. დავავალებ, გამოყონ იგავის მორალი, იმსჯელონ და დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

პრეზენტაცია

მოსწავლეები აკეთებენ პრეზენტაციებს და აფასებენ ერთმანეთს იმის მიხედვით, რამდენად კარგად  შეძლეს  მორალის განზოგადება, სხვა სიტუაციებისთვის მისადაგება.

 

 

 

 

 

მსჯელობა,  ურთიერთსწავლების მეთოდი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვერბალურ - ვიზუალური

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ჯგუფური მუშაობა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ინდივიდუალური

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

V- კლასის ქართული ენისა ა ლიტერატურის წიგნი, ავტორები:ნინო გორდელაძე, თინათინ კუხიანიძე

მიზანი:

იგავის მორალის უკეთ გააზრება

 

კომპიუტერი, პროექტორი

სლაიდის მეშვეობით ვაჩვენე არტანუჯის ციხე და ვატძიის მინასტერში არსებული თამარ მეფის ფრესკა

მიზანი:

პრობლემის ვიზუალურად აღქმა და სიღრმისეული წვდომა

 

 

 

ფურცელი, კალამი,ფლიფჩარტი,

 

მიზანი:

პრეზენტაციის დროს მასალის ვიზუალიზაცია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

12

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

7.

აქტივობა  N7

 საშინაო დავალება

მიზანი:  გაკვეთილზე მიღებული ცოდნის განმტკიცება.ქართ. დაწყ.(II).3.

მოსწავლეებს ვთხოვ, ამავე მორალზე შექმნან პატარა ამბავი ან იგავი.

 

 

 

 

 

 

 

წერითი

 

მოკლე ინსტრუქტაჟი

 

 

ინდივიდუალური

 

 

V- კლასის ქართული ენისა ა ლიტერატურის წიგნი, ავტორები:ნინო გორდელაძე, თინათინ კუხიანიძე

მიზანი: მასალის მარტივად ხელმისაწვდომობისთვის

სამუშაო რვეული, კალამი - დავალების უკეთ შესრულების მიზნით

 

 

 

3

 

 

9.

მოსწავლეთა თვითშეფასება და  მასწავლებლის შეფასება  განმავითარებელი სქემის მიხედვით

მიზანი:  ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივირებას,აწვდის ინფორმაციას მოსწავლეს,თუ როგორ არის შესაძლებელი შედეგის გაუმჯობესება, რადგან მოსწავლე ფასდება საკუთარ თავთან და არა - ყველასათვის საერთო ნორმასთან მიმართებით. ეს კი საშუალებას აძლევს მოსწავლეს, დაინახოს საკუთარი წინსვლა და ირწმუნოს სიძნელეთა ეტაპობრივად გადალახვის შესაძლებლობები.

მთელი გაკვეთილის განმავლობაში ვაკვირდები მოსწავლეების აქტიურობას, ვაძლევ განმავითარებელ შეფასებას (იხ. დანართი). 

 

 

 

„სენდვიჩის მეთოდი“მოსწავლეთა სიტყვიერი შეფასების დროს.

 

 

 

ინდივიდუალური

 

 

 

 

 

თვითშეფასების კითხვარი და განმავითარებელი შეფასების რუბრიკები

 

 

 

 

 

 

 

2 წთ.

 

5a000-)00,mb,cooth3aw360acribv33Q)33b30303Q-)060bq,b6ab6b

 

 

 

ხელმოწერა/ ლია კილაძე

28.11.2019

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

განმავითარებელი  შეფასების კრიტერიუმები

შეფასება/ინფორმაციული კომენტარი

დაბალი

საშუალო

მაღალი

წერითი საშინაო დავალების შესრულება

წერითი საშინაო დავალება სრულად არ არის შესრულებული

წერითი საშინაო დავალება  არის მცირე ხარვეზებით შესრულებული

წერითი საშინაო დავალება სრულად არის შესრულებული

კითხვებზე ადეკვატური პასუხების გაცემა

კითხვებზე პასუხობს ხარვეზებით

კითხვებზე პასუხობს ადეკვატურად, მაგრამ ცალკეულ შემთხვევაში ვლინდება ენობრივი ხარვეზები

კითხვებზე  პასუხობს ადეკვატურად, სიღრმისეული  და ემოციური გააზრებით.

წაკითხულის გააზრება

უჭირს წაკითხულის სწორად გააზრება

შეუძლია წაკითხულის გააზრება, მაგრამ ცალკეულ შემთხვევაში უშვებს შეცდომებს

უნაკლოდ  შეუძლია წაკითხულის სწორად გააზრება

საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა

საგაკვეთილო პროცესში ნაკლებად ერთვება, უმეტესად პასიურობს

საგაკვეთილო პროცესში  ძირითადად ერთვება, თუმცა ცალკეულ შემთხვევაში პასიურობს

საგაკვეთილო პროცესში  აქტურქდ ერთვება, იჩენს ინიციატივას და დაინტერესებას

 

 

 

 

 

 

მოსწავლეთა  თვითშეფასების დღიური

#

ასპექტები

 

1.

რამდენად კმაყოფილი ვარ ჩემი აქტიურობით დღევანდელ  გაკვეთილზე?

 

2.

რა იყო ყველაზე საინტერესო გაკვეთილში?

 

3.

რაში დამჭირდა დახმარება გაკვეთილზე?

 

4.

რამდენად აქტიურად ვიყავი ჩართული საგაკვეთილო პროცესში?

 

5.

რას შევცვლიდი   დღევანდელ გაკვეთილში?

 

 

 



გ ა კ ვ ე თ ი ლ ი ს        გ ე გ მა

თარიღი:                        19. XI. 2019 წელი

მასწავლებლის  სახელი, გვარილია  კილაძე

  საგანი  -   ქართული ენა და ლიტერატურა

სწავლების  საფეხური/ კლასი  -  საშუალო  -  XI კლასი

მოსწავლეთა  რაოდენიბა: 1სსსმ  მოსწავლე არა მყავს

გაკვეთილის  თემა:                 ილია ჭავჭავაძე - ,,ბედნიერი ერი“ ( პრობლემაზე    ორიენტირებული გაკვეთილი - ,,...არა მარტო ტკბილ ხმათათვის“)

გაკვეთილისმიზანი:

·         ტექსტის მთავარი სათქმელისა და ლექსში წარმოდგენილი მხატვრული სახის პარადიგმის წვდომა-გააზრების უნარის განვითარება;

·         მითითებული ლექსის გაცნობა-გააზრება;

·         შედარებისა და დასკვნების გამოტანის უნარ-ჩვევების განვითარება;

·         მაღალი სააზროვნო  უნარ-ჩვევების განვითარება;

·         ჯგუფური მუშაობისა და საპრეზენტაციო უნარ-ჩვევების განვითარება;

 

 

გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:,sგაკ3გQ,060Q-iab06Q5a000-)00,mb,cooth3aw360acribv33Q)33b30303Q-)060bq,b

ქართ. XI. 5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.

ქართ. XI. 6.მოსწავლეს შეუძლია  გააანალიზოს, როგორ გამოიყენება მხატვრული და არამხატვრული ტექსტის ელემენტები მისი ინტერპრეტაციის დროს.

ქართ. XI. 11. მოსწავლეს შეუძლია რეცენზიის დაწერა წაკითხულ წიგნზე ან მხატვრულ ნაწარმოებზე. 

 

c0Q)38

 

N

ა ქ ტ ი ვ ო ბ ი ს   მიზანი და

 ა ღ წ ე რ ა

გამოყენებული

მეთოდი/მეთო

დები

 

კლასის ორგა

ნიზების ფორმა/ფორმები

 

სასწავლო

რესურსები(დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილობა სასწავლო მიზანთან მიმართებით)

დრო(წთ)

 

 

1.

კლასის ორგანიზება

მიზანი:გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგების გაცნობა

მოსწავლეები გაეცნობიან გაკვეთილის მიზანს, შეძლებენ ყურადღების მობილიზებას, კონცენტრირებას თემის გასააზრებლად.

თავდაპირველად მოსწავლეებს გავაცნობ გაკვეთილის თემას, მიზნებს (შეფასების რუბრიკებს იცნობენ, ისინი გაკრულია საკლასო ოთახში)

დავურიგებ თვითშეფასების კითხვარებს, რომელსაც პერიოდულად შეავსებენ მთელი გაკვეთილის განმავლობაში.

 

ვერბალური

 

 

 

 

საერთო საკლასო

 

გაკვეთილის თემისა და მიზნებისა ამსახველი პლაკატები; მიზანი:

საგაკვეთილო განწყობის შექმნა

შეფასების რუბრიკები-

მიზანი: აქტივობების შესაბისად, განმავითრებელი და განმსაზღვრელი შეფასების მიცემა, გამჭვირვალობისა და სანდო გარემოს შექმნა

 

 

 

 

2

2.

აქტივობა N1

საშინაო დავალების შემოწმება.

მიზანი:      ავლეს მოსწავლის მიერ ტექსტში წვდომის ხარისხსა და მის შემოქმედებით მიდგომას საკითხისადმი.  ქართ. XI. 11.

  შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ  ერთ   მოსწავლეს წავაკითხებ საშინაო დავალებას(გაიხსენეთ მე-8 კლასში შესწავლილი ი. ჭავჭავაძის ლექსი ,,ჩემო კალამო“ და  წერილობით იმსჯელეთ ილიას შემოქმედების მთავარ პრინციპზე.) დანარჩენები უსმენენ  და  დასრულების შემდეგ ჩემთან ერთად მიაწვდიან უკუკავშირს.

 

 

ვერბალური

 

 

ინდივიდუალური

 

 

საშინაო დავალების რვეული - VIII კლასის სახელმძღვანელო

მიზანი:

მოსწავლეს ეხმარება დამოუკიდებლად შესრულებული სამუშაოს უკეთ და ორგანიზებულად გადმოცემაში.

 

 

 

 

 

 

 

3

3.

აქტივობა N2

გონებრივი იერიში

მიზანი:  არსებული ცოდნისა და ინტერესის გააქტიურება საგაკვეთილო პროცესისადმი. ქართ. XI. 6.

კითხვების საშუალებით მოსწავლეებს გავახსენებ განვლილ მასალას, მაგ:

·         რა არის რეალიზმის საპროგრამო მოთხოვნა?

რეალობა, სინამდვილის ასახვა, ადანიანი და მისი გარემომცველი სამყარო რეალიზმის ძირითადი მოთხოვნაა.

·         ნაწილობრივ ეს მოთხოვნები რომანტიზმშიც ირეკლებოდა,  რა არსებითი განსხვავებაა მათ შორის?

რომანტიზნი ასახავს იმას, როგორი უნდა იყოს ან როგორი არ უნდა იყოს, რეალიზმმა კი მიზნად დაისახა ეჩვენებინა, როგორ არის და რატომ.

·         ილია ჭავჭავაძემ რას შეადარა ხელოვნება?

ილიამ ხელოვნება შეადარა სარკეს, რომელმაც უნდა დაგვანახოს ჩვენი ავიცა და კარგიც.

·         გაიხსენეთ ილიას ლექსი ,,პოეტი“, რა არის შემოქმედის დანიშნულება ამ ლექსის მიხედვით?

ილიას აზრით, პოეტი ამ ქვეყნად უფლის ნებით მოვლენილი ერის წინამძღოლია, რომლის შემოქმედებასაც მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, როცა ხალხისათვის სასიკეთო საქმეს აკეთებს.

·         ლექსში ,,ჩემო კალამო“ ილია ახსენებს ,,წნიდა სიტყვას“, როგორ ფიქრიბთ, რა დანიშნულება აქვს მას?

პოეტის მართალმა სიტყვამ უნდა გამოააშკარაოს ერის მანკიერებები, ნიღაბი უნდა ჩამოხსნას ბოროტებას და ამხილოს იგი.

მაპროვოცირებელი კითხვა

შესწავლილი საკითხის გახსენებისა და პრობლემის დღევანდელობასთან დაკავშირების მიზნით დავსვამ მაპროვოცირებელ კითხვას, მაგ:

·         რა არის ირონია და რისთვის იყენებს მას ავტორი?

ირონია არის დაცინვის მიზნით, შებრუნებული მნიშვნელობით აზრის გამოთქმა. მაგ: ზოგჯერ, როდესაც მახინჯად გვეჩვენება რაიმე მოვლენა, დაცინვის გამოსახატავად ვამბობთ ,,მშვენიერია“ . ე. ი. აზრი გამოთქმულია საწინააღმდეგო, შებრუნებული მნიშვნელობით.  მწერალი ირონიას მიმართავს შთაბეჭდილების გამძაფრების მიზნით.

·         როგორ გესმით ქვეყნის ბედნიერენა?

სავარაუდოდ,  განსხვავებული პასუხები იქნება, რასაც მოსწავლის დახმარებით ჩამოვწერთ დაფაზე და შევადგენთ ცნების რუკას, შევქმნით რესურსს. მაგ:

ძლიერი საშინაო და საგარეო პოლიტიკა;  ძლიერი სოციალური და ეკონომიკური ბაზა; განვითარებული კულტურა და მაღალი განათლება; ძლიერი ჯარი;

 

 

 

 

კითხვა-პასუხი

 

 

საერთო საკლასო

 

 

XI-კლასის ქართული ენისა ა ლიტერატურის წიგნი - ავტორები:  ვ. როდონაია, ნ. ნაკუდაშვილი, ა. არაბული, მ. ხუციშვილი, ლ. დათაშვილი

 

მიზანი:  ცოდნის ორგანიზება

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ალექსანდროვის ქაღალდი, მარკერი, დაფა, ცარცი

                     

 

 

 

 


ჩამოწერილი თვისებებიდან გამომდინარე, მოსწავლეები განსაზღვრავენ ქვეყნის, ერის ბედნიერების მახასიათებლებს.

მიზანი: ცოდნის ორგანიზება და პრობლრმური საკითხის უკეთ გააზრება

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

7

 

4.

აქტივობა N3

მინილექცია

მიზანი:  თემის უკეთ გაგება, გაანალიზება და ინტერესის აღძვრა. ქართ. XI. 5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.

ლექციის საშუალებით შევაჯამებ და, საჭიროების შემთხვევაში, შევავსებ მოსწავლეთა მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს და ყურადღებას გავამახვილებავტორის მიზანსა და ჩანაფიქრზე, რათა მოსწავლეებმა უკეთ გაიგონ ლექსის მთავარი სათქმელიდა გაიაზრონ პრობლემის აქტუალურობა.

ლექციის ბოლოს  ერთად  ვნახავთ  ანრი ჯოხაძის მიერ შექმნილ კლიპს ,,ბედნიერი ერი“.

მიზანი: ხაზგასმა პრობლემის აქტუალურობაზე

 

 

ვერბალური

 

 

საერთო საკლასო

XI-კლასის ქართული ენისა ა ლიტერატურის წიგნი, ავტორები:  ვ. როდონაია, ნ. ნაკუდაშვილი, ა. არაბული, მ. ხუციშვილი, ლ. დათაშვილი

  და დამხმარე სახელმძღვანელო ,,ლიტერატურული ნაწარმოებები სკოლაში“ (ავტორი: თენგიზ წოწონავა)  -

 

მიზანი: არსებული ცოდნის გაღრმავება  და ახალი ინფორმაციის მიწოდება

 

კომპიუტერი და პროექტორი

მიზანი: შთაბეჭდილების გაძლიერება

 

 

 

 

 

6

5.

აქტივობა N4

კომენტირებული კითხვა

მიზანი: მნიშვნელოვანი საკითხების გამოკვეთა და ტექსტის შესწავლისადმი მოტივაციის ამაღლება. ქართ. XI. 5.

 

შესასწავლი ლექსი ,,ბედნიერი ერი“ წინასწარ დაყოფილი მაქვს ეპიზოდებად, მოსწავლეებს წავაკითხებ კონკრეტულ მონაკვეთებს და ტექსტში წვდომისა და საკითხის გააზრების მიზნით, ყოველი მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ დავსვამ კითხვებს, ვიმსჯელებთ ავტორის ჩანაფიქრსა და მონაკვეთის მთავარ სათქმელზემაგ:

·         რომელ მხატვრულ ხერხს იყენებს ავტორი ლექსის დასაწყისში?

ზოგადად გამოყენებულია ირონია - აზრი გამოთქმულია საწინააღმდეგო, შებრუნებული მნიშვნელობით;გვხვდება ეპითეტები:უწყინარი, უჩივარი და სხვა;  აგრეთვე შედარება: ყოვლად მთმენი ვით ჯორ-ცხენი.

·         როგორ ფიქრობთ, რას უნდა ნიშნავდეს ,,მძიმე ყალნით, ლამაზ ფალნით“?

ეს არის დიდი გადასახადი და მძიმე ტვირთი.

·         განმარტეთ, ვის მიემართება სიტყვა ,,ფლიდი“?

ფლიდი მიემართება სხვადასხვა ასაკისა და ფენის წარმომადგენლებს.

·         ერის რა მდგომარეობაზე მიუთითებს მტვერწაყრილი?

ერი არის უმოქმედო, დამონებული და შეურაცხყოფილი.

და სხვა.

 

 

ურთიერთსწავლების მეთოდი

 

 

საერთო საკლასო

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სასკოლო  სახელმძღვანელო ავტორები:  ვ. როდონაია, ნ. ნაკუდაშვილი, ა. არაბული, მ. ხუციშვილი, ლ. დათაშვილი

ილია ჭავჭავაძე -     თხზულებანი, ტომიI, ავტორები: ს.ყუბანეიშვილი, ა. ბარამიძე

 

 

 

.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

5

6

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


7

აქტივობა  N5

ჯგუფური მუშაობა

 

/ტექსტზე მუშაობა/

ქართ. XI. 11.  მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს, როგორ გამოიყენება მხატვრული და არამხატვრული ტექსტის ელემენტები მისი ინტერპრეტაციის დროს.

მიზანი: ტექსტის სიღრმისეული წვდომა და გააზრება.

მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად და ვთხოვ, ლექსის მათთვის განკუთვნილი მონაკვეთი დაამუშაონ პირობის შესაბამისად, რასაც მივაწვდი ფურცლების / კომპიუტერისა და პროექტორის  მეშვეობით. 

I-ჯგუფი:   დააკვირდეს ლექსის შინაარსს, ამოიცნოს ავტორის ჩანაფიქრი და ისაუბროს მიზანზე.

II-ჯგუფი:   ,,T ”დიარამის მეშვეობით ტექსტიდან გამოყოს ქართველი ერის დადებითი და უარყოფითი თვისებები და იმსჯელოს მათ ფუნქციაზე.

III- ჯგუფი:   ამოკრებს ტექსტიდან მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებებს, განსაზღვრავს მათ ფუნქციას და მოძებნის ტექსტში თანამედროვე ენისაგან განსხვავებულ ფორმებს.

 

 

პრეზენტაცია

 

 

 

 

 

 

 

 

აქტივობა  N6

გაკვეთილის შეჯამება

შეჯამებისას გამოვიყენებ ჩემ მიერ შექმნილ სასწავლო რესირსს -ვიქტორინას.

მიზანი:  ახალი მასალის ორგანიზება

 

 

 

მსჯელობა,  ურთიერთსწავლება

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვერბალურ - ვიზუალური

 

 

 

 

 

 

 

 

ვერბალურ - ვიზუალური

 

 

 

ჯგუფური მუშაობა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ინდივიდუალური

 

 

 

 

 

 

 

 

საერთო საკლასო

 

 

კომპიუტერი, პროექტორი

მიზანი: პრობლემის ვიზუალურად აღქმა და

სიღრმისეული წვდომა

XI-კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელო (გამომცემლობა ,,სწავლანი)ავტორები:  ვ. როდონაია, ნ. ნაკუდაშვილი, ა. არაბული, მ. ხუციშვილი, ლ. დათაშვილი

 

 

ფურცელი, კალამი, ფლიფჩარტი,

 

 

 

 

 

 

 

 

 

მიზანი:

პრეზენტაციის დროს მასალის ვიზუალიზაცია.

 

 

 

 

 

 

სასწავლო რესურსი -ვიქტორინა 

https://learningapps.org/display?v=p85yueunn19

მიზანი: შესწავლილისაკითხის ორგანიზების მიზნით

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

15

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2

8.

აქტივობა  N7

 საშინაო დავალება

მიზანი:  დამოუკიდებლად ტექსტის გააზრებისა და წერითი უნარების განვითარება. ქართ. XI. 11. მოსწავლეს შეუძლია რეცენზიის დაწერა წაკითხულ წიგნზე ან მხატვრულ ნაწარმოებზე. 

 

გაიხსენეთ რეალიზმის ძირითადი ნიშნები და გააანალიზეთ ,,ბედნიერი ერი, როგორც რეალისტური ნაწარმოები.

ალტერნატიული დავალება:

მოიძიეთ და დამოუკიდებლად გაეცანით ილია ჭავჭავაძის ლექსს ,,რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით, ანუ საქართველოს ისტორია XIX საუკუნისა“

 

 

 

 

 

 

 

წერითი

 

 

მოკლე ინსტრუქტაჟი

 

 

ინდივიდუალური

 

 

კომპიუტერი, პროექტორი

მიზანი: დავალების პირობის უკეთ აღსაქმელად 

XI კლასის სასკოლო სახელმძღვანელო ავტორები:                        ვ. როდონაია, ნ. ნაკუდაშვილი, ა. არაბული, მ. ხუციშვილი, ლ. დათაშვილი

მიზანი: მასალის მარტივად ხელმისაწვდომობისთვის

სამუშაო რვეული, კალამი - დავალების უკეთ შესრულების მიზნით

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

3

 

 

9.

მოსწავლეთა თვითშეფასება და  მასწავლებლის    შეფასება  განმავითარებელ-  განმსაზღვრელი სქემის მიხედვით .

მიზანი:  ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივირებას,აწვდის ინფორმაციას მოსწავლეს  ,თუ როგორ არის შესაძლებელი შედეგის გაუმჯობესება.ეხმარება მოსწავლეს ადეკვატური თვითშეფასების, სხვათა შეფასების უნარის ფორმირებასა და წარმატების მიღწევაში.

 

მთელი გაკვეთილის განმავლობაში ვაკვირდები მოსწავლეების აქტიურობას, ვაძლევ განმავითარებელ შეფასებას (იხ. დანართი) და დავწერ განმსაზღვრელ შეფასებას.

           

 

„სენდვიჩის მეთოდი“ მოსწავლეთა სიტყვიერი შეფასების დროს.

 

ინდივიდუალური

 

 

 

თვითშეფასების კითხვარი და შეფასების რუბრიკები

 

 

 

 

 

 

 

2 წთ.

 

 

 

 გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

 

  • მოსწავლეები სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით დააკვირდებიან მოცემულ მონაკვეთში არსებულ ინფორმაციას და გაიაზრებენ წარმოდგენილ პრობლემებს;
  • იმსჯელებენ ერთმანეთის ნამუშევრების შესახებ, თუ რამდენად გამოიკვეთა თემა და  რით იქნა მიღწეული კონკრეტული ეფექტი;   
  • დაფიქრდებიან და ისაუბრებენ მხატვრული ნაწარმოების შინაარსზე, მთავარ პრობლემებსა და მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებებზე;
  • ისაუბრებენ, რამდენად შეესაბამება ან არ შეესაბამება აქ გამოხატული თვალსაზრისი მათ შეხედულებებს;
  • გადმოსცემენ შთაბეჭდილებებს, წარმოადგენენ პრობლემებს, რომლებიც დაინახეს, გააკრიტიკებენ ან გაიზიარებებ ავტორის თვალსაზრისს, პერსონაჟთა მიმართ გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას. ჩამოიყალიბებენ ღირებულებებს და გამოუმუშავდებათ მსჯელობის უნარი.

abbv,s3Q,060Q-iab06Q5a000-)00,mb,cooth3aw360acribv33Q)33b30303Q-)060bq,b6ab6b

 

ხელმოწერა/ ლია კილაძე

18. 11.2019

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საშინაო წერითი დავალების  შეფასების კრიტერიუმები

ქულები

5-6

7-8

9-10

მიზანი და აუდიტორია

გამოკვეთილია მიზანი, ანუ რისი თქმა უნდა მოსწავლეს, და აუდიტორია ანუ ვისთვისაა განკუთვნილი ნაწერი .

მიზნისშესაბამისდააუდიტორიისმისაზიდენობრივსაშუალებებს.

ჩანსმიზანი, დაწერილიაკონკრეტულიაუდიტორიისგასაგებიდამიზნისშესატყვისიენით

მოხერხებულად იყენებს მიზნის შესაბამის და აუდიტორიის მისაზიდ ენობრივ საშუალებებს

შესაბამისი სტრუქტურა

მეტ-ნაკლებად იცავს ტექსტის შესაბამის სტრუქტურას

ძირითადად იცავს ტექსტის შესაბამის სტრუქტურას

ზედმიწევნით იცავს ტექსტის შესაბამის სტრუქტურას

  დამხმარე დეტალები

იყენებს ერთ-ორ დამხმარე დეტალს.

იყენებს დამხმარე დეტალებს.

შემოქმედებითად იყენებს დამხმარე დეტალებს სათქმელის უკეთ წარმოსაჩენა

    ენობრივი მახასიათებლები

ლექსიკა ღარიბია.  უშვებს შეცდომებს.

იყენებს შესაფერის ლექსიკას, უშვებს მცირე შეცდომ

იყენებს შესაფერის და მდიდარ ლექსიკას, თითქმის არ უშვებს შეცდომებს

 

საკლასომსჯელობაშიმონაწილეობისშეფასების კრიტერიუმები

ქულები

5-6

7-8

9-10

აქტიურიმონაწილეობა

მეტ-ნაკლები სიხშირით მონაწილეობს

სისტემატურად მონაწილეობს

ყოველთვისმონაწილეობსდახშირადწარმართავსსაკლასომსჯელობას

 

გამართულიდასწორიმეტყველება

იცავს მართლმეტყველების ელემენტარულწესებს, მეტნაკლებადგამართულადსაუბრობს.

გამართულადმეტყველებს, იყენებსმართებულსინტაქსურდაგრამატიკულკონსტრუქციებს

გამართულადმეტყველებს, აქვსმდიდარილექსიკადაშემოქმედებითადიყენებსენობრივ--გამომსახველობითსაშუალებებს.

საკუთარიაზრისდასაბუთებულადწარმოდგენ

მეტ-ნაკლებადახერხებსსაკუთარიაზრისდასაბუთებას

თითქმისყოველთვისასაბუთებსთავისმოსაზრებას

ყოველთვისდამაჯერებლადდაარგუმენტირებულადწარმოადგენსთავისმოსაზრებას.

სხვისიაზრისმიმართპატივისცემისდემონსტრირება

 

უსმენს სხვებს დააცდისსაუბრისდამთავრებას.

უსმენსსხვებსდასაკუთარმოსაზრებასგამოთქვამსმოსმენილზედაყრდნობით

უსმენსსხვებსდასაკუთარმოსაზრებასგამოთქვამსმოსმენილზედაყრდნობით. კორექტულიადაამჟღავნებსსხვისიაზრისმიმართპატივისცემასმაშინაცკი, როცაარეთანხმებამას

 

 

 

ჯგუფური მუშაობის  შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები

საშუალო 

კარგი

ჯგუფის მიერ სამუშაო მიზნის გააზრება

ჯგუფმა სამუშაო მიზანი ნაწილობრივ გააცნობიერა

ჯგუფმასამუშაომიზანიკარგადგააცნობიერა

ჯგუფის მიერ სამუშაო დავალების ორგანიზება

ჯგუფის მიერ სამუშაოორგანიზებული იყო, მაგრამ ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად გადანაწილდა.

სამუშაო კარგად იყო ორგანიზებული, ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები სწორად და თანაბრად გადანაწილდა

თანამშრომლობისა და აზრთა გაზიარების უნარი

ნაწილობრივ გამოვლინდა აზრთა გაზიარების უნარი.  მხოლოდ ერთი– ორი მოსწავლე აქტიურობდა, ჯგუფის წევრებს შორის არ იყო საქმიანი ურთიერთობადა/ან ნაკლებად ჩართული იყვნენ მუშაობაში

აქვთ  საუკეთესო ურთიერთსწავლების მოტივაცია, თანამშრომლობის და აზრთა გაზიარების უნარი.  ჯგუფის ყველა წევრი იყო აქტიური, ხოლო  სამუშაო -ნაყოფიერი, ჯგუფის წევრებს შორის იყო პოზიტიური და საქმიანი ურთიერთო

დროის ლიმიტი

უძნელდებათდროისლიმიტისდაცვა და/ან ეფექტურად გამოწენება

 

 

ზუსტადიცავენ დროის ლიმიტს.

 

 

 

  საპრეზენტაციო უნარის შეფასების კრიტერიუმი

ქულები

5-6

7-8

9-10

გამართული

და

სწორი

მეტყველება

იცავს მართლმეტყველების  ელემენტარულ წესებს, მეტნაკლებად გამართულად საუბრობს

გამართულად მეტყველებს, იყენებს მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს

 

გამართულადმეტყველებს, აქვსმდიდარილექსიკა, შემოქმედებითადიყენებსენობრივგამომსახველობითსაშუალებებს

სათქმელის

ნათლად

და

ლოგიკურად

გადმოცემა

სათქმელსგადმოსცემსგასაგებად. 

კონტაქტი

 

სათქმელს გადმოსცემს ნათლად და ლოგიკურად, სათქმელს აშუქებს თანმიმდევრულად.

სათქმელს გადმოსცემს ნათლად და ლოგიკურად, სათქმელს აშუქებს ამომწურავად და თანმიმდევრულად

კონტაქტი

აუდიტორიასთან

მეტ-ნაკლებად ახერხებს აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარებას.

ადეკვატურად იყენებს არავერბალურ საშუალებებს აუდიტორიასთან კონტაქტის დასამყარებლად.

წარმატებით იყენებს არავერბალურ საშუალებებს აუდიტორიასთან კონტაქტის დასამყარებლად. იყენებს თვალსაჩინოებებს

 

 

მასწავლებლის  თვითშეფასების დღიური

#

ასპექტები

+                 /       -         /        ?

1.

გაკვეთილის მიზანი გასაგები და  კონკრეტული  იყო

 

2.

აქტივობები ემსახურებოდა მიზნის მიღწევას.

 

3.

გაკვეთილის დაწყება იწვევდა მოსწავლეთა მოტივაციას

 

4.

მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა ხელს უწყობდა მიზნის მიღწევას.

 

5.

გამოყენებული რესურსები იწვევდა მოსწავლეთა მოტივაციას და აქტიურ ჩართვას საგაკვეთილო პროცესში.

 

6.

შეფასების შედეგად მიღებული შედეგები შეესაბამებოდა მიზანს.

 

7.

გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა ინტერესები და შესაძლებობები.

 

8.

ჩემი საუბარი არ აჭარბებდა მოსწავლეთა საუბარს.

 

9.

ვიჩენდი ყველა მოსწავლისადმი თანაბარ ყურადღებას.

 

10.

ვუსმენდი ყურადღებით.

 

11.

ვაძლევდი მოსწავლეებს განსაზღვრულ დროს კითხვებზე პასუხის გასაცემად.

 

12.

უზრუნველვყოფდი სანდო გარემოს

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


    გაკვეთილის რეფლექსია

ილია ჭავჭავაძე - ,,ბედნიერი ერი“

(,,არა მარტო ტკბილ ხმათათვის გამომგზავნა ქვეყნად ცამა“)  

 

      2019  წლის 19 ოქტომბერს სსიპ ქალაქ სამტრედიის N2  საჯარო სკოლის XI  კლასში   ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩავატარე პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი, რომლის თემა იყო ილია ჭავჭავაძის  ლექსი ,,ბედნიერი ერი“ . 
გაკვეთილის მიზანი იყო:  

·         ტექსტის მთავარი სათქმელისა და ლექსში წარმოდგენილი მხატვრული სახის პარადიგმის წვდომა-გააზრების უნარის განვითარება;

·         მითითებული ლექსის გაცნობა-გააზრება;

·         შედარებისა და დასკვნების გამოტანის უნარ-ჩვევების განვითარება;

·         მაღალი სააზროვნო  უნარ-ჩვევების განვითარება;

·         ჯგუფური მუშაობისა და საპრეზენტაციო უნარ-ჩვევების განვითარება;

ჩატარებული გაკვეთილი შეესაბამებოდა ეროვნული სასწავლო გეგმით  XI კლასში გათვალისწინებულ მოთხოვნებს:,sგაკ3Q,060Q-iab06Q5a000-)0,cooth3aw360acribv33Q)33b30303Q-)0bq,b

·         ქართ. XI. 5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.

·         ქართ. XI. 6.მოსწავლეს შეუძლია  გააანალიზოს, როგორ გამოიყენება მხატვრული და არამხატვრული ტექსტის ელემენტები მისი ინტერპრეტაციის დროს.

·         ქართ. XI. 11. მოსწავლეს შეუძლია რეცენზიის დაწერა წაკითხულ წიგნზე ან მხატვრულ ნაწარმოებზე. 

გაკვეთილი წარიმართა დასახული გეგმის მიხედვით. გაკვეთილის დაგეგმვისას, ვეცადე საინტერესო აქტივობები გამომეყენებინა.

გაკვეთილი დავიწყე საორგანიზაციო საკითხების მოგვარებით;  მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის თემა და მიზნები. შეფასებისა და თვითშეფასების რუბრიკები, რომელიც გამოკრული იყო საკლასო ოთახში. მოსწავლეები შეფასების კრიტერიუმებს იცნობდნენ, ამიტომ დეტალური ახსნის საჭიროება  არ ყოფილა.   ვფიქრობ, გაკვეთილის ძლიერ მხარედ შეიძლება ჩაითვალოს , რომ მისი მიმდინარეობისას ჩემსა და მოსწავლეებს შორის იყო კეთილგანწყობილი ურთიერთობა, რომელიც ეფუძნებოდა პატივისცემასა და თანამშრომლობას. კლასის მართვისა და  დისციპლინის  მხრივ პრობლემები არ ყოფილა.  მოსწავლეები იცავდნენ ქცევის წესებს და მათი შეხსენება არ დამჭირვებია.

პირველი აქტივობა იყო  საშინაო დავალების შემოწმება (ქართ. XI. 11. ).  მოსწავლეებს დავალებული ჰქონდათ, გაეხსენებინათ მე-8 კლასში შესწავლილი ლექსი ,,ჩემო კალამო“  და ემსჯელათ ილია შემოქმედების მთავარ პრინციპზე - სიმართლის შეუფარავად წარმოჩენაზე. შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ ერთ მოსწავლეს წავაკითხე საშინაო დავალება. დანარჩენი მოსწავლეები ყურადღებით უსმენდნენ და დასრულების შემდეგ ჩემთან ერთად მიაწვდეს უკუკავშირი. აქტივობა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა და მივაღწიე დასახულ მიზანს.  

აქტივობა 2. გონებრივი იერიში (ქართ. XI. 6.).  მიზანი:  არსებული ცოდნისა და ინტერესის გააქტიურება საგაკვეთილო პროცესისადმი. გაკვეთილის მსვლელობისას ვითვალისწინებდი თითოეული მოსწავლის სააზროვნო უნარს და, შესაბამისად, ვსვამდი როგორც დეკლარატიული , ასევე ფუნქციური ცოდნის შესამოწმებელ კითხვებს. კითხვების საშუალებით მოსწავლეებს გავახსენე განვლილი მასალა, მაგ: რა არის რეალიზმის საპროგრამო მოთხოვნა?  რა არსებითი განსხვავებაა რომანტიზმსა და რეალიზმს შორის? ილია ჭავჭავაძემ რას შეადარა ხელოვნება?  გაიხსენეთ ილიას ლექსი ,,პოეტი“, რა არის შემოქმედის დანიშნულება ამ ლექსის მიხედვით?  ლექსში ,,ჩემო კალამო“ ილია ახსენებს ,,წნიდა სიტყვას“, როგორ ფიქრიბთ, რა დანიშნულება აქვს მას?  რა არის ირონია და რისთვის იყენებს მას ავტორი?  როგორ გესმით ქვეყნის ბედნიერენა? და სხვა. 

მოსწავლეები დიდი ინტერესით მსჯელობდნენ ბედნიერების საზრისზე.  გამოითქვამდნენ ვარაუდებს, თუ ვინ რატომ მიიჩნევს ან არ მიიჩნევს თავს  ბედნიერად,  ვისთვის რა არის ბედნიერების საბაბი, რა განსაზღვრავს ქვეყნის ბედნიერებას და სხვ.  მოსწავლეთა ვარაუდები ჩამოვწერეთ დაფაზე, რომელთა გამოხშირვის შედეგად შევქმენით მრავალჯერადი გამოყენების რესურსი -  ბედნიერი ერის განმსაზღვრელი ასოციაციური რუკა.  ვფიქრობ, რომ ამ აქტივობით დასახულ მიზანს მივაღწიე-მოსწავლეები გააქტიურდნენ.

აქტივობა 3. მინილექცია -  მიზანი:   თემის უკეთ გაგება, გაანალიზება და ინტერესის აღძვრა ( ქართ. XI. 5.).  მინილაქციის საშუალებით შევაჯამე მოსწავლეთა მიერ გამოთქმული მოსაზრებები. ბავშვებს ყურადღება გავამახვილებინე ავტორის მიზანსა და ჩანაფიქრზე, ზოგადად,  პრობლემის აქტუარულობაზე. მოვასმენინე ნაწყვეტი ანრი ჯოხაძის კლიპიდან ,,ბედნიერი ერი“, რამაც დიდი შთაბეჭდილება იქონია მოსწავლეებზე და დაანახვა მათ, თუ რამდენად ახლოს დგას ლექსში წამოჭრილი პრობლემები თანამედროვეობასთან.  ამ აქტივობით მივაღწიე  დასახულ მიზანს - მოსწავლეებმა    საკითხი   უკეთ გაიგეს და გაიაზრეს,ზოგადი განათლების დონე გაუუმჯობესდათ.

აქტივობა 4.   კომენტირებული კითხვა. მიზანი იყო მნიშვნელოვანი საკითხების გამოკვეთა და ტექსტის შესწავლისადმი მოტივაციის ამაღლება (ქართ. XI. 5.). ამ მიზნით, შესასწავლი ლექსი წინასწარ დაყოფილი მაქონდა ეპიზოდებად, მოსწავლეებს წავაკითხებ კონკრეტული მონაკვეთები და ტექსტში წვდომისა და საკითხის უკეთ გააზრების მიზნით, ყოველი მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ ვსვამდი კითხვებს, ვმსჯელობდით ავტორის ჩანაფიქრსა და მონაკვეთის მთავარ სათქმელზემაგ: რომელ მხატვრულ ხერხს იყენებს ავტორი ლექსის დასაწყისში?  რას უნდა ნიშნავდეს ,,მძიმე ყალნით, ლამაზ ფალნით“? განმარტეთ, ვის მიემართება სიტყვა ,,ფლიდი“? ერის რა მდგომარეობაზე მიუთითებს მტვერწაყრილი? და სხვა.

აქტივობა 5. ჯგუფური მუშაობა  (ქართ. XI. 11.)    ტექსტზე მუშაობა - მიზანი:  ტექსტის სიღრმისეული წვდომა და გააზრება.  ფაქტობრივი და კონცეპტუალური ინფორმაციის დახარისხება, მხატვრულ ხერხებზე დაკვირვება, კვლევისა და დასკვნის უნარ-ჩვევების განვითარება. კლასი დაყოფილი იყო სამ ჯგუფად, თითოეულს მიეცა განსხვავებული დავალება.  ჯგუფებმა კარგად გაართვეს თავი დაკისრებულ სამუშაოს, დაცული იყო დროის ლიმიტი.იგრძნობოდა ურთიერთპატივისცემა, გუნდის ყველა წევრი თანაბრად ინაწილებდა სამუშაოს. მოსწავლეებმა შეძლეს სრულყოფილად დაეტანათ ფლიფჩარტზე საპრეზენტაციო მასალა. აქტივობის მსვლელობის დროს პერიოდულად მივდიოდი მოსწავლეებთან და ვაკვირდებოდი, როგორ ასრულებდნენ დავალებას. აღნიშნული აქტივობით, ვფიქრობ, მივაღწიე ესგ-ითგანსაზღვრულ შედეგს.

აქტივობა 6.   გაკვეთილის შეჯამება.  მიზანი :  ახალი მასალის ორგანიზება. შეჯამებისას გამოვიყენებ ჩემ მიერ შექმნილ სასწავლო რესირსს -ვიქტორინას. https://learningapps.org/display?v=p85yueunn19

აქტივობა 7.   საშინაო დავალება - მიზანი:  დამოუკიდებლად ტექსტის გააზრებისა და წერითი უნარ-ჩვევების განვითარება. ქართ. XI. 11.  მოსწავლეები  რეალიზმის ძირითადი ნიშნების გათვალისწინებით გაანალიზებენ შესწავლილ ლექსს,  ,,ბედნიერი ერი“, როგორც რეალისტურ ნაწარმოებს.

ალტერნატიული დავალება:  მოსწავლეები დამოუკიდებლად მოიძიებენ და გაეცანობიან ილია ჭავჭავაძის ლექსს ,,რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით, ანუ საქართველოს ისტორია XIX საუკუნისა“.

შეფასების ფაზისთვის გამოვიყენე თვითშეფასების  ფურცლები, რომლებზედაც მოსწავლეებმა, ჩვეულებისამებრ, მოკლედ ჩაწერეს,  რა შესძინათ  მათ ამ გაკვეთილმა, შეაფასეს როგორც საკუთარ თავი, ისე მასწავლებელი. ამ აქტივობით  მივაღწიე დასახულ მიზანს -   მოსწავლეებმა   შეძლეს  ადეკვატური თვითშეფასება, გამოუმუშავდათ სხვათა შეფასების უნარი.  აუმაღლდათ მოტივაცია.

გამოვუცხადე, რომ  შევადარებდი, ჩემ მიერ დაწერილი შეფასება რამდენად თანხვედრაში იქნებოდა მათ მიერ გაკეთებულ თვითშეფასებასთან. გაკვეთილის მსვლელობისას, თითოეული აქტივობის დასრულების შემდეგ, პერმანენტულად ვაძლევდი უკუკავშირს, აღვნიშნავდი ენობრივ უზუსტობებსა, რამდენჯერმე პუნქტუაციური წესის შეხსენებაც   დამჭირდა.

შეფასების ფაზისთვის  გამოვიყენე მოსწავლეთა თვითშეფასება  და  მასწავლებლის  შეფასება  განმავითარებელი და განმსაზღვრელი  სქემის მიხედვით, რომლის მიზანიც იყო მოსწავლეთა საგაკვეთილო მოტივაციის ამაღლება,  საკუთარი უნარების ობიექტური შეფასება, რაც  საშუალებას აძლევს მოსწავლეს, დაინახოს საკუთარი წინსვლა და ირწმუნოს სიძნელეთა ეტაპობრივად გადალახვის შესაძლებლობები.

გაკვეთილი წარიმართა როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი მიზნების გათვალისწინებით, კერძოდ, მოსწავლეებმა გაკვეთილზე ეფექტურად გამიოყენეს  ტექსტის გასააზრებლად საჭირო საკითხები, კარგად გააცნიბიერეს მხატვრილი ხერხებისა და საშუალებების მიზანი და, ამავდროულად, ისინი შეძლებენ ამ გზით სარგებლობას სხვა ლიტერატურული ტექსტების შესწავლისას. გაკვეთილი გამოვიდა საინტერესო და ინტერაქტიული.  მოსწავლეები ჩართულობა განსაკუთრებით აქტიური იყო  პრობლემურ საკითხებზე მსჯელობის დროს, როგორიცაა ერის ბედნიერების განმსაზღვრელი კრიტერიუმები და პრობლემის აქტუალურობის განსაზღვრა.  რაც მთავარია, მოსწავლეებმა დააკავშირეს ლექსი თანამედროვეობასთან და დაინახეს, რომ ,,ბედნიერ ერში“ წამოჭრილი პრობლემა ზეეპოქალურია, რის გამოც იქცა ეს ლექსი კლასიკად.    ბავშვები მაქსიმალურად იყვნენ ჩართული საგაკვეთილო პროცესში. მოტივირებულნი დარჩნენ გაკვეთილის ბოლომდე და მივაღწიე  საბოლოო  მიზანს.

თარიღი:   2019 წლის 21 ნოემბერი 

მასწავლებელი:  ლია კილაძე

 

 

Комментариев нет:

Отправить комментарий

,,რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს" პრეზენტაცის სცენარი

                                    რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს!         ფარნავაზი _ იბერიის პირველი მეფე. საქართველოს პირველი გამაერთიან...